Thursday, May 5, 2011

ოჯახის შემოსავლის განაწილება





1.      პროექტის სახელწოდება:ოჯახის შემოსავლის განაწილება


2.      პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები დაეუფლონ მონაცემთა შეგროვებასა და კლასიფიკაციასდაეუფლონ მონაცემთა წარმოდგენას წრიული დიაგრამის საშუალებით


3.      პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ამ პროექტის განხორციელების შემდეგ დაეხმარებიან მშობლებს რაციონალურად იქნას გამოყენებული ოჯახის შემოსავალი


4.      პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ შეფასებისა და პროპორციის გამოყენების უნარ– ჩვევები ამოცანათა ამოსახსნელად


5.      მონაწილეთა ასაკი: VIII – IX კლასის მოსწავლეები


6.      ვადები/ხანგრძლივობა:  1 თვე


7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები დაეუფლებიან მონაცემთა შეგროვებასა და კლასიფიკაციას, დაეუფლებიან მონაცემთა წარმოდგენას წრიული დიაგრამის საშუალებით,  განუვითარდებათ შეფასებისა და პროპორციის გამოყენების უნარ–ჩვევები ამოცანების ამოხსნისას, განუვითარდებათ ის უნარ–ჩვევები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში


8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფარგალი, ფანქარი, ტრანსპორტირი, საშლელი, კომპიუტერი


9.      პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს ვავალებ აღრიცხონ ერთი თვის განმავლობაში ოჯახის შემოსავალი და დანახარჯები კლასიფიკაციის მიხედვით, დანახარჯები წარმოადგინონ ცხრილის სახით და შესაბამისი წრიული დიაგრამით.
      მოსწავლეებს შევახსენებ კუთხის გრადუსულ ზომას, წრეს და მის ნაწილებს, რიცხვის პროცენტს, რიცხვის დაყოფას პროპორციულ ნაწილებად.
       პროექტზე მუშაობის პერიოდში მოსწავლეებს ვუწევ კონსულტაციას. თვის ბოლოს ვამოწმებ წრიული დიაგრამის შედგენის სისწორეს. ვისმენ მოსწავლეთა ნამუშვრების პრეზენტაციას. დავადგენთ ძირითადად რა დანახარჯები აქვს ოჯახებს.
        ამის შემდეგ მოსწავლეები კომპიუტერის გამოყენებით აგებენ შესაბამის წრიულ დიაგრამებს. მოსწავლეთა ნამუშევრებს გამოვაფენთ სკოლაში


10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები მოიპოვებენ მონაცემებს და წარმოადგენენ მათ დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით, განუვითარდებათ ის უნარ–ჩვევები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში


11.  პროექტის ხელმძღვანელი: ნუგზარ კუცია


12.  ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა: nugzarkucia@yahoo.com


13.  პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: 


nugsarkucia.blogspot.com